12 დაინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი - ჩინეთის დღევანდელი ეპიდვითარება

გამოქვეყნდა:

ჩინეთში კოროანვირუსით ბოლო 24 საათში 12 ადამიანი დაინფიცირდა და არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა. 

ქვეყანაში ამ დროისთვის აქტიური კოვიდშემთხვევების რაოდენობა მხოლოდ 1 235-ია, საიდანაც 27 პაციენტის მდგომარეობაა კრიტიკული. 

აქვე გეტყვით, რომ კორონავირუსი პირველად - 2019 წლის დეკემბერში - სწორედ ჩინეთიდან, უჰანის პროვინციიდან, გავრცელდა. ქვეყანაში ინფიცირების პიკი თებერვალი იყო, უკვე მარტიდან კი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დღიურად 300-ზე მეტს არ აღემატებოდა.

გთავაზობთ Worldometers-ის გრაფიკს, რომელზეც ასახულია ჩინეთში კოვიდაქტიური შემთხვევების უცაბედი ზრდა, შემდეგ კი გრძელვადიანი კლება:

რაც შეეხება გასული დღეების კოვიდსტატისტიკას ჩინეთში, გუშინ ვირუსი 20 ადამიანს დაუდასტურდა, 4 თებერვალს - 30-ს, 3 თებერვალს კი - 25-ს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი