ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა რაოდენობამ ინფიცირებულების საერთო რიცხვს გადააჭარბა.
Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, იმუნიზაციაში 124 მილიონი ადამიანი უკვე ჩაერთო - 73 ქვეყნიდან. ვაქცინაციის სისწრაფით ისრაელი ლიდერობს - ყოველ 100 ადამიანზე 61 აცრილით, შემდეგ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო და აშშ.
რაც შეეხება ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას, ვირუსი დღეის ჩათვლით თითქმის 106 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 2,3 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, 77 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.