
"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "მთავარ არხზე", გადაცემაში "მთავარი დებატები" ამბობს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა თეა წულუკიანს პირდაპირ უთხრა, რომ ის უზრდელია.
"ცუდი ტონი რას ნიშნავს ადამიანურ ენაზე? ნიშნავს, რომ უზრდელობაა. თეა წულუკიანს პირდაპირ უთხრეს, რომ ის უზრდელია. ეტყობა, წულუკიანმა ჩათვალა, რომ მას ჰარცელთანაც ისე შეუძლია ლაპარაკი, როგორც, მისი ჭკუით, ოპოზიციას ელაპარაკებოდა - გახსოვთ თქვენ, რას ამბოდა: "ოპოზიციამ შავები ჩაიცვას" და მისთანები... ვფიქრობ, მისთვის დიდი პატივია, ამდენ ხანს რომ მასზე ვლაპარაკობთ, ისე კი, მადლობის მეტი რა გვეთქმის, რაც მეტ ასეთ სისულელეს იტყვიან და გააკეთებენ, ჩვენთვის უკეთესია", - ამბობს ნინო ბურჯანაძე "მთავარ დებატებში".
შეგახსენებთ, კარლ ჰარცელმა "არაეთიკური" უწოდა თეა წულუკიანის მხრიდან პარლამენტის სხდომაზე ნიკა გვარამიას მობილური ნომრის გასაჯაროვებას.
ამს შემდეგ წულუკიანმა მასთან შეხვედრა ისურვა. დეპუტატმა Facebook-ზე დაწერა, რომ ძლიერ ისურვებდა კარლ ჰარცელის პარლამენტში მიღებას. შეხვედრის შემდეგ როგორც აღმოჩნა ორივე მხარე საკუთარ პოზიციებზე დარჩა.