ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულია ფარცხალაძის მარჯვენა ხელი, ბიზნესმენი ლაშა ქორიძე, რომელიც საუკუნის ძარცვის და დღგ-ების აფიორის ერთერთ შემოქმედად სახელდებოდა.
სახელმწიფო მანქანა უკვე ამუშავდა. - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის შემდეგ - კლანებს შორის ბრძოლა ღიად დაიწყო. ფარცხალაძისა და მასთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობით პროკურატურა და შემოსავლების სამსახური დაინტერესდა და გამოძიებაც დაიწყო.
ახლა ადგილზე მხოლოდ დაცვის თანამშრომლები არიან, რომლებსაც მკაცრი ბრძანება აქვთ მიღებული რომ არავის არაფერი უთხრან - ამბობენ მხოლოდ იმას რომ არაფერი იციან.
ფარცხალაძის მარჯვენა ხელს - ლაშა ქორიძეს უკვე სამი დღეა ტელეფონი გამორთული აქვს - მეორე დღეა ბიზნესმენი სახლში არ მისულა. მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას არც სამართალდამცველები ავრცელებენ. როგორც ჩანს ზემოდან მითითებებს ელოდებიან, რა უყონ ბიზნესმენს - გავლენიანი მფარველებით. დაყადაღებულია ფარცხალაძის კიდევ ერთი პარტნიორის - გია ბერიშვილის ქონებაც. რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში დაპატიმრებული იყო დღგ-ს მაქინაციების გამო.