ვაქცინას შემოიტანს ახალი ხელისუფლება - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საკითხს ეხმიანება და "ფეისბუქზე" წერს, რომ "არაფერს ეს ხელისუფლება ვეღარ/აღარ იზამს" და რომ ვაქცინას ახალი ხელისუფლება შემოიტანს.

"ვაქცინას შემოიტანს ახალი ხელისუფლება. სასაცილოა უკვე ამ ხელისუფლებისგან ხან სასამართლო სისტემის კლანისგან გაწმენდის მოლოდინი, ხან ვაქცინის შემოტანის მოლოდინი, ხან რის და ხან რის.

უნდა დავიმახსოვროთ, ვერაფერს/არაფერს ეს ხელისუფლება ვეღარ/აღარ იზამს. 

ps მანამდე წამალიც მოგვისწრებს და კარგი ფეხი ექნება ახალ ხელისუფლებას, - წერს ნიკა გვარამია. 

შეგახსენებთ, ვაქცინის მალტიდან შემოტანა ხელისუფლებას პირველმა შესთავაზა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა: მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა, დროზე უშველეთ ხალხს,  თუმცა, ხელისუფლებამ ეს მიმართვა უგულებელყო, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ საქართველოს დაასწრო და 12 მილიონ დოზა კოვიდ ვაქცინას უახლოეს პერიოდში კოვაქს პლატფორმისგან დამოუკიდებლად   მიიღებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი