საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე, დაუმორჩილებლობის მარშის მონაწილეების მხრიდან ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი ზომების გატარებას აანონსებს.
"ვინც დაარღვევს, შესაბამისი სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული, როგორც წინა შემთხვევაზე", - ამბობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო შეკითხვაზე, არიან თუ არა იდენტიფიცირებული სამართალდამრღვევები, კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, დაუმორჩილებლობის მარში თბილისში დაახლოებით ორი საათის გრძელდებოდა.
მარშის მონაწილეები ხელისუფლების მხრიდან დაწესებულ კოვიდშეზღუდვებს აპროტესტებდნენ და ქვეყნის გახსნას მოითხოვდნენ.
დაუმორჩილებლობის მარში "დედაენის" ბაღთან დასრულდა - აქციის მონაწილეები ღამეს მუსიკის ფონზე ათევენ.