ბათუმის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს, ბათუმში, თავისუფლების კვარტალში გამართული დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეები დააჯარიმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, აქციის 7 მონაწილეს ჯარიმის სახით 1000-1000 ლარის, ხოლო ერთ მონაწილეს - 1.500 ლარის გადახდა დაეკისრა.
"სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და მიიღო მხოლოდ პოლიციელთა ჩვენების საფუძველზე, არანაირი სხვა მტკიცებულება არ არსებობს, რამდენიმე საათიც კი არ მომცა იმისთვის, რომ ამ ბიჭების გამამართლებელი მტკიცებულებები მომეტანა", - ამბობს ადმინისტრაციული წესით გასამართლებული აქციის მონაწილეების ადვოკატი.
შეგახსენებთ, გუშინ, ბათუმში, პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა და მათი სასამართლო პროცესი დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
თეა ვაშალომიძე