საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა დაკავებების უკანონო პრაქტიკა - ომბუდსმენი

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ, ზაზა გახელაძისთვის გამოტანილ "განაჩენს" საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება და ოკუპირებულ ტერიტრიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დარღვევებზე საუბრობს

ზაზა გახელაძისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთა ნათლად წარმოაჩენს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენით და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, ბოლო პერიოდში გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევები. ამის აშკარა მაგალითია ვაჟა გაფრინდაშვილის, გენადი ბესტაევის, ირაკლი ბებუას და ხვიჩა მღებრიშვილის შემთხვევები" ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი ამ ფაქტებიდან გამომდინარე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვების აუცილებლობაზე საუბრობს.

ზაზა გახელაძეს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი