ზაზა გახელაძის ოჯახი დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ითხოვს

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმის ტყვე ზაზა გახელაძე მძიმე განაჩენს არ ეთანხმება, მას უფლება აქვს ვერდიქტი ე.წ. მოსამართლეების ზედა კოლეგიაში გაასაჩივროს.

პატიმრობის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გახელაძის სახაზინო ადვოკატს ცხინვალიდან ოჯახისთვის აღარ დაურეკავს, თუმცა მათ ნათესავებისგან იციან, რომ გახელაძე თავს მხნედ გრძნობს.

ოჯახისთვის ბოლო დღეებში არც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დაურეკავთ.

ოჯახი დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ითხოვს.

ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა 5 თებერვალს შეეფარდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი