საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებსა და საოკუპაციო რეჟიმის აგრესიულ ქმედებებს დღეს, 8 თებერვლას რუსეთის საელჩოსთან აპროტესტებენ. ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები, მხარდამჭერები, მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

"ზაზას შემთხვევა, არის განსაკუთრებული შემთხვევა, პირველად 2008 წლის შემდეგ, რუსების შეიარაღებული პატრული გადმოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, ცეცხლასროლი იარაღით დაჭრა საქართველოს მოქალაქე და გაიტაცა, ანუ 2008 წლის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დაარღვია რუსეთმა, განახორციელა პირდაპირი სამხედო აგრესია", - თქვა ზაზა გახელაძის ბიძაშვილმა, ლევან გახელაძემ. 

მისი თქმით, ამ ფაქტმა ისე ჩაიარა, როგორც არაფერი, რადგან ხელისუფლებას აქცენტი არ გაუკეთებია.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას განცხადებით, რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ იმიტომ, რომ ხელისუფლებას უთხრან, რომ მოთმინების ფიალა აივსო. 

"ჩვენ მას უკვე აღარ ვენდობით, დიდი ხანია აღარ ვენდობით, მოთმინების ფიალა აივსო, მას ჰქონდა ძალიან დიდი დრო რომ ეჩვენებინა რომ ის მუშაობს ჩვენი მოქალაქეების დასახსნელად, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ეფექტურ და ქმედით ნაბიჯს", - თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ შაბათს ანტისაოკუპაციო მოძრაობა ფართომასშტაბიან აქციას გამართავს სხვილოს ციხესთან, იმ ადგილას, საიდანაც ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა გაიტაცეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლო ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი