ისრაელში შექმნილმა COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტმა გამოცდის პირველ ფაზაზე შედეგიანობის 95% აჩვენა. 30 საშუალო და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტიდან 29 ხუთი დღის განმავლობაში ჰოსპიტალიდან გაეწერა - ინფორმაციას ისრაელის საელჩო ავრცელებს.
"პრეპარატის სახელწოდებაა EXO-CD24... როგორც სურასკის სამედიცინო ცენტრის პროფესორი ნადირ არბერი აღნიშნავს, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ამ პრეპარატის შექმნაში, ვაქცინა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პანდემიის შესაკავებლად და გასანეიტრალებლად, მაგრამ მისი სრულად გაქრობა ძნელად წარმოსადგენია, ამიტომ სამკურნალო საშუალება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომ ამ ვირუსის საფრთხე საბოლოოდ განეიტრალდეს", - ვკითხულობთ განცხადებაში.