ზაზა გახელაძის მხარდამჭერი მარში საკანონმდებლო ორგანოსთან დასრულდა. სოლიდარობის მსვლელობა რუსეთის საელჩოდან დაიწყო და დედაქალაქის ქუჩებში გაგრძელდა.
აქციის მონაწილეები, საქართველოს მოქალაქეების ტყვეობაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებისთვის არგაღიზიანების პოლიტიკა უფრო ძვირფასია ვიდრე საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე.
"ყველა ჩვენთაგანის ვალია დავუდგეთ გვერდში ჩვენს მოქალაქეებს რომელთაც უკანონოდ აქვთ აღკვეთილი თავისუფლება" – ამბობს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი
სამოქალაქო აქტივისტები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები აქციების გაგრძელებას მანამდე აპირებენ, ვიდრე უკანონო ტყვეობაში მყოფი ქართველები სამშობლოს არ დაუბრუნდებიან.