3 თვიანი დეპუტატობის დასასრული - წულუკიანი მინისტრის პორტფელს იბრუნებს

გამოქვეყნდა:

3 თვიანი დეპუტატობის შემდეგ, თეა წულუკიანი მინისტრის პორტფელს იბრუნებს. წულუკიანი სავარაუდოდ კულტურის სამინისტროს ჩაიბარებს.

თავად დეპუტატი ამ თემაზე ჟურნალისტებთან არ საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" ადასტურებენ, რომ გუნდში ამ საკითხზე მსჯელობენ, თუმცა გახდება თუ არა საბოლოოდ იგი მინისტრი ჯერ არ აქვთ პასუხი. 

მისი თანაგუნდელების თქმით, ეს პოლიტიკური თანამდებობაა და არ არის აუცილებელი უწყების ხელმძღვანელი მაინც და მაინც კულტურის რომელიმე სფეროს წარმომადგენელი იყოს. 

თეა წულუკიანმა დღეს ჟურნალისტების კითხვებს თავი აარიდა, თუმცა ათ წუთიან სიტყვაში თავიც შეიქო და ოცნების ხელისუფლებაც აქო. ამის მიზეზი სტრასბურგის 21 იანვრის გადაწყვეტილებაა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთი კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაში დამნაშვედ ცნო.

საქართველოს ხელისუფლებას 1 აპრილამდე აქვს ვადა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში შეატრიალოს, თუმცა როგორ მოიქცევა, მთავრობამ ჯერ არ იცის.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი