უკრაინელი მეზღვაურების ტყვეობა საქართველოში - პროკურატურა ბრალს ვერ ამტკიცებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურას ორ თვეზე მეტია ფაქტობრივად ტყვეობაში ჰყავს აყვანილი უკრაინელი მეზღვაურები.

ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კატარღაზე დააკავეს, დოკუმენტაცია სრულ წესრიგში აქვთ, მაგრამ პროკურატურა მათ გათავისუფლებას არ ჩქარობს.

სამივე მათგანი სხვადასხვა წელს მიხეილ სააკაშვილთან არის დაკავშირებული. დაკავებულთაგან ორი უკრაინის მოქალაქეა.

ოფიციალური კიევი იური ხომიჩისა და ვლადიმერ დიაჩენკოს გათავისუფლებას ითხოვს. საქართველოს პროკურატურა დაკავებულებს საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.

იური ხომიჩისსა და ვლადიმერ დიაჩენკოსთან ერთად 2020 წლის ნოემბერში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მცურავი არასამხედრო გემის კიდევ ერთი მგზავრი, საქართველოს მოქალაქე მიხეილ ბატურინი დააკავეს. ის უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი დაცვის წევრია და წლებია უკრაინაში ცხოვრობს.

საგამოძიებო უწყებას 2 თვეა ფაქტის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. არც თავდაპირველი ვარაუდისთვის გაუცია პასუხი - შემოიყვანეს თუ არა დაკავებულებმა კატარღით უცხო პირი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში  ქართულ მხარეს  სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი