აქტივისტის სახლზე 24/7 მორიგეობის დაწესებას ითხოვენ - ორი გასროლა ზუგდიდში

გამოქვეყნდა:

მოძრაობა ,,საქართველოსთვის" წევრის, გელა შედანიას სახლთან, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ,  გუშინ კიდევ ისროლეს. ეს ორი დღის განმავლობაში უკვე მეორე შემთხვევაა.

ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტებმა გაავრცელეს, რაც თავად შედანიამაც დაადასტურა. გელა შედანია ზუგდიდში, სუსის უფროსთან შეხვედრას ითხოვს, აქტივისტები კი დილიდან აპირებენ სამეგრელოში ჩასვლას, ისინი ზუგდიდის პოლიციის უფროსს ამ საქმის პირად კონტროლზე აყვანას და შედანიას სახლზე ოცდაოთხსაათიანი კონტროლის დაწესებას ითხოვენ.

"მაგათ ჰგონიათ, ყველაზე სუსტ წერტილზე დამაბიჯეს ფეხი, უნდათ, იმ აქტივობას შევეშვა, რომელსაც ვეწევი, მაგრამ ეს არ მოხდება", - ამბობს გელა შედანია. 

"პოლიტიკურს ვუკავშირებ, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, ოთხ-ხუთჯერ უკვე მოხდა, როცა გიგა სახლში არ იყო", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტის მეუღლე. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო გასროლის დროს ტყვია სახლის წინა ნაწილზე, ნათურას მოხვდა. პოლიცია ადგილზე გამოძახების შემდეგ მივიდა, მაგრამ საეჭვო ვერაფერი იპოვა. 

აქტივისტები დარმწუნებულები არიან, რომ დამნაშავე არ დაისჯება,  რადგან მათი აზრით თავდასხმები, უშუალოდ ხელისუფლების მითითებით ხდება.

ემა გოგოხია

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი