COVID-19-ის ვაქცინაზე შეთანხმებების ნაწილი კონფიდენციალურია - გაბუნია ნაცვლიშვილს

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია "ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ სამართლებრივი გზით ინფორმაციის მოპოვება, ყველას შეუძლია, თუმცა მისი ნაწილი კონფიდენციალურია.

"ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს საჯარო ინფორმაციას დადგენილი წესით, ინფორმაციის ნაწილი, რომელიც ჩვენ COVAX-ის ხელშეკრულების ფარგლებში, ასვე, მწარმოებლებთან შეთანხმებების ფარგლებში გვაქვს, არის კომფიდენციალური, გაუთქმელობის ხელშეკრულების პირობებში. ის რაც, საჯარო ინფორმაციაა, ამას ჯანდაცვის სამინისტრო ზოგადად გააზიარებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან", - თქვა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ანა ნაცვლიშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინაციის შესყიდვასთან დაკავშირებით დოკუმენტების გასაჯაროვება მოსთხოვა. მისი თქმით, წინაარმდეგ შემთხვევაში დოკუმენტების მოპოვებას სამართლებრივი გზით შეეცდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი