მელია გირაოს არ იხდის - "ოცნება" იმუქრება 

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრები ნიკა მელიას შეშინებით ცდილობენ მისგან გირაოს გადახდაზე თანხმობა მიიღონ, მაგრამ უშედეგოდ.

ირაკლი ზარქუამ, ანრი ოხანაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა დღეს იერიში მიიტანეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეზე და ის კანონის დარღვევაში დაადანაშაულეს. 

ჯერ კიდევ გუშინ კი ქართულ ოცნებას პასუხი არ ჰქონდა კითხვაზე, შეუწყვეტდნენ თუ არა დეპუტატის უფლებამოსილებას ნიკა მელიას, რომელიც სამაჯურის მოხსნის გამო დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს.

მმართველი გუნდის თავდასხმა კი ენმ-სთვის პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი მაგალითია. პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ოცნება ნიკა მელიას დაპატიმრებას ვერ მოახერხებს.

იგივეს აცხადებს თავად მელიაც და იმეორებს, რომ რომ არც გირაოს გადაიხდის და ვერც დაიჭერენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი