არც ერთს არ ჩავუთვლი დიდ ცოდვაში, ამას ვიტყვი სინოდზეც - მეუფე ნიკოლოზი ვაქცინაციაზე

გამოქვეყნდა:

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინით აცრის თავისუფალი ნების მომხრეა და ამბობს, რომ ადამიანებს არ უნდა აუკრძალონ აცრა, თუმცა არც უნდა დააძალონ.

"ღამის მთავარში" სტუმრობისას სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ პირადად ის, ცოდვად არც ერთ გადაწყვეტილებას არ ჩაუთვლის ადამიანს და საკუთარ პოზიციას სინოდის სხდომაზეც დააფიქსირებს:

არც ერთს არ ჩავუთვლი დიდ ცოდვაში. ჩემ პოზიცია ასეთია, ამას ვიტყვი სინოდზეც იმიტომ, რომ ეს სამედიცინო სფეროა და არა საღვთისმეტყველო - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

ერთერთი ვერსიით, 11 თებერვლის სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრები ვაქცინაციასაც განიხილავენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი