შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ისევ დაუმორჩილებლობის მარშის მონაწილეებს ელოდებიან. საგამოძიებო უწყება, იბარებს ყველას, ვინც კომენდანტის საათი დაარღვია.
დაბარებულთა შორის არიან ისინიც, ვინც მარშზე საერთოდ არ ყოფილა. აქტივისტები ამბობენ, რომ არავითარი იდენტიფიცირება არ მომხდარა, შსს-ში აქვთ სია და ამ სიის მიხედვით რეკავენ ტელეფონის ნომრებზე.
აქტივისტებს გამომძიებლებმა დაურეკეს და გამოკითხვაზე დაიბარეს. ზოგმა აქტივისტმა სატელეფონო საუბარი ჩაწერა. ისინი გამომძიებლებს პასუხობენ, რომ გამოკითხვის პროცედურას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გაივლიან.
დაშინების მიუხედავად სამოქალაქო აქტივისტები არც ჯარიმის გადახდას და არც აბსურდული რეგულაციების დამორჩილებას გეგმავენ. გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვენ და ჯარიმებს სასამართლოში გაასაჩივრებენ.