მუხთარლის გატაცებამ დააზიანა საქართველოს რეპუტაცია და იმიჯი - freedom house-ის მკვლევარი

გამოქვეყნდა:

''მუხთარლის გატაცების შემდეგ, საქართველო ნაკლებ უსაფრთხო გახდა" - ეს განცხადება, "ამერიკის ხმასთან", "ფრიდომ ჰაუსის" უახლესი კვლევის თანაავტორმა, ნეით შენკანმა გააკეთა. ტრანსნაციონალური რეპრესიების შესახებ მომზადებული, ანგარიშის ავტორები მუხთარლისთან მიმარტებაში ტერმინს - მოტაცებას იყენებენ და ამ საქმეს სწორედ "ტრანსნაციონალური რეპრესიის" და მთავრობათა შორის შესაძლო თანამშრომლობის მაგალითად განიხილავენ.

"ვფიქრობ, ამის შემდეგ საქართველო არათუ გამოიყურება ნაკლებ უსაფრთხოდ, არამედ ნაკლებ უსაფრთხო გახდა. როდესაც მთავრობის კრიტიკოსი ხარ, ამგავრი ფიზიკური, კრიტიკული საფრთხის წინაშე აღმოჩნდები, და იცი, რომ ვიღაცას ასე დაესხნენ თავს, რა თქმა უნდა ეს [ამ ადგილს] შენთვის ნაკლებ უსაფრთხოს ხდის. ასე რომ, ნამდვილად, მუხთარლის გატაცებამ დააზიანა საქართველოს რეპუტაცია და იმიჯი, როგორც იმ ადგილისა, სადაც დემოკრატიისთვის მებრძოლ აქტივისტებს შეუძლიათ უფრო თავისუფლად იცხოვრონ და განაგრძონ მოთხოვნა იმ დემოკრატიისა, რომელსაც იმსახურებენ.

მასთან, როდესაც ტრანსნაციონალური რეპრესიების ფაქტებს ვიკვლევთ, ვხედავთ, რომ როდესაც საუბარი მოტაცებას შეეხება, სინამდვილეში ამ შემთხვევების უმრავლესობა მოიცავს მთავრობათაშორის თანამშრომლობას. უმეტესად გატაცება გულისხმობს უსაფრთხოების ადგილობრივ ძალებთან თანამშრომლობას და მუხთარლის საქმის თაობაზე, სხვა მასალებშიც ნამდვილად არის ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ იყო რაღაც ტიპის თანამშრომლობა", - თქვა ნეით შენკანმა.

შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს.  აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა. რისთვისაც, 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და გერმანიაში ოჯახთან წასვლის უფლება მისცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი