''სასამართლო რეფორმა და პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემა საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება'' - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში- ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.
„საქართველო ერთგული რჩება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმართ, მიუხედავად COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევებისა, თუმცა დასაძლევია სხვა გამოწვევები. მათ შორის საქართველოში რეფორმების დინამიკის გასაგრძელებლად მთავარი ყურადღება პოლიტიკური კომპრომისის მიღწევას უნდა დაეთმოს, ხოლო სასამართლო სისტემაში მოხდეს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა", - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას ასახავს.