524 მგზავრი ეცადა პირბადის გარეშე ტრანსპორტში ასვლას, ერთხელ პატრული გამოვიძახეთ - კალაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, 8 თებერვლიდან, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგა 524 მგზავრი ეცადა პირბადის გარეშე მგზავრობას, ხოლო 3 790 მგზავრს გაფრთხილება მიეცა.

"524 მგზავრი ეცადა ასვლას პირბადის გარეშე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლების მხრიდან იქნა აღკვეთილი და მათ არ მიეცათ ამის შესაძლებლობა. 3 790 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, ძირითადად ცხვირზე არ ჰქონდათ აფარებული. საპატრულო პოლიციის გამოძახება დაგვჭირდა მხოლოდ ერთხელ, დაპირისპირება იყო პირბადის არ გაკეთების გამო, მინდა ასევე გითხრათ, რომ ერთხელ არ დაიძრა ავტობუსი, იმიტომ, რომ მგზავრი არ ემორჩილეობდა მოთხოვნებს", - თქვა კახი კალაძემ. 

მან მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც მერიის თანამშრომლებს ამ პროცესში ეხმარებიან და მოითხოვენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულაციები დაცული იყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი