"ის, რომ ვიღაცა შემოჰყავდათ, სისულელეა" - უკრაინელი მეზღვაურების პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქციის ფონზე მიმდინარეობს.

უკრაინის 2 მოქალაქესთან ერთად უკანონო პატიმრობაშია მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ბატურინი.

უკანონოდ დაპატირმებული უკრაინელების ახლობლები აცხადებენ, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს ადამიანები ციხეში გამოკეტეს, ხელისუფლების პანიკური შიშია, რომ ისინი შესაძლოა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან იყვნენ დაკავშირებულები. 

"არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. არ მინდა ვიღაცის ფანტაზიები გავიზიარო, რომ ვიღაცა შემოჰყავდათ. ეგ არის სისულელე", - ამბობს დაკავებულის და, მარიამ ბატურინა.

კითხვაზე ისჯება თუ არა მისი ძმა იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომელი იყო, მარინა ბატურინა ასე პასუხობს:

"თუ ეს არის მიზეზი, რის გამოც დააკავეს, ისჯება, რა თქმა უნდა",- აცხადებს ბატურინა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას საპროტესტო წერილით მიმართავს და დაკავებული უკრაინელების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი