თალაკვაძეს უნდა გადაეწყვიტა, სხვანაირად არ გამოდიოდა - მარიამ გეგუჩაძე საშვის არდაშვების დეტალებს იხსენებს

გამოქვეყნდა:

მთავარი არხის ჟურნალისტის მარიამ გეგუჩაძის განცხადებით, მისი პარლამენტში შესვლისთვის საშვის არ დაშვება, პირადად არჩილ თალაკვაძემ გადაწყვიტა. ეს განცხადება გეგუჩაძემ მთავარი არხის გადაცემა "დღის სტუმარში" გააკეთა. მისივე თქმით, ის გადაცემას დევნილებზე აკეთებდა და აინტერესებდა მათთვის გამოყოფილი კომპენსაცია, რომელიც 45 ლარს შეადგენს, რამდენად საკმარისია, რომ ადამიანებმა ამ თანხით იცხოვრონ.

"გადაცემას ვაკეთებდი დევნილებზე. მქონდა კითხვა, 45 ლარიანი კომპენსაცია არის თუ არა საკმარისი, რომ იცხოვრო ამ ფულით? უნდა გადაიხედოს თუ არა, ან უნდა გაიზარდოს თუ არა თანხის რაოდენობა? არსებობს კითხვები, რასაც შუბლძარღვგაწყვეტილი პოლიტიკოსებიც ვერ უპასუხებენ. თვითონ არჩილ თალაკვაძეს უნდა გადაეწყვიტა ჩვენი პარლამენტში შესვლის საკითხი იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოდიოდა. ჩვენ ვურეკავდით და ისევ ჩვენს დარეკილზე ბატონმა არჩილმა თქვა რომ უარიაო. თურმე იქ იყო შესაძლებლობა იმისა, რომ მე როგორც აქტივისტს ხელი შემეშალა საპარლამენტო პროცესებისთვის", - განაცხადა მარიამ გეგუჩაძემ.

მარიამ გეგუჩაძეზე პარლამენტის საშვის არდაშვებას, NGO-ები დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ. მათივე განცხადებით, ჟურნალისტს აქვს გამოხატვის თავისუფლება და თუ ეს გახდა პარლამეტში არ შეშვების საფუძველი, ცალსახად მიუღებელია. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ "მთავარი არხის" ჟურნალისტ მარიამ გეგუჩაძეს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე ეთქვა უარი, მიზეზად კი გეგუჩაძის სამოქალაქო აქტივიზმი დასახელდა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, ხელი არ შეუშალოს ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და შეწყვიტოს მისი დისკრიმინაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი