ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ მან როგორც დეპუტატმა, მიუხედავად იმისა რომ პარლამენტში არ შედის, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია შეავსო, მისივე თქმით დეკლარაციას ავსებს მთელი ოპოზიცია.
"ჩვენთვის ეს პარლამენტი არის პარლამენტი სადაც არ შედის ოპოზიციის უმრავლესობა და ვართ მათ რიგებში, ქართულმა ოცნებამ კანონდარღვევით არ გააუქმა მანდატები, ჩვენ ვართ დღეს დეპუტატები, ჩვენ შევავსეთ დეკლარაციები, ანუ მათი გადაწყვეტილებით უკანონო გადაწყვეტილებით, დღესაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მანდატი გამოვიყენოთ, არ ვიყენებთ ამ მანდატს, არ შევდივართ პარლამენტში, არ ვიღებთ ხელფასს და ვართ ბოიკოტის რეჟიმში... დეკლარაციას ავსებს მთელი ოპოზიცია, კითხეთ, მე შევსებული მაქვს დეკლარაცია ეს არის კანონის მოთხოვნა და მე ვალდებული ვარ "– ამბობს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე