უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტის მიუხედავად, დაკავებული უკრაინელები ვოდიმირ დიაჩენკო, იური ხომიჩი და მიხეილ ბატურინი ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მათ შორის არც აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე.
მოსამართლეს თავად ბრალდებულებმაც მიმართეს და უთხრეს, რომ ისინი უდანაშაულოები არიან.
"ათასჯერ შევსულვარ სხვა ქვეყნის წყლებში და არასდროს ქონია პრობლემა. არც არასდროს მქონია საქმე გამოძიებასთან. ამ შემთხვევაში ვერ გავარკვიე რატომ ვხდები კანონდამრღვევი, როცა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოდიხარ", - თქვა ვოლოდიმირ დიაჩენკომ.
მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე მოსამართლის გადაწყვეტილება გამოცხადდა, ოჯახის წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს და მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიზირებული უწოდეს.
პროკურატურას არც ერთი მტკიცებულება არ აქვს დაკავებული მეზღვაურის და, ასევე, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი დაცვის წევრის წინააღმდეგ. უფლებადამცველების თქმით, არანაირ საზღვრის კვეთას არ ჰქონია ადგილი. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი აცხადებდა, რომ ჯერ კიდევ არ აქვთ პასუხები მათ ეჭვზე, რაც დაკავებისას გამოთქვეს, რომ თითქოს ეს ადამიანები, უკანონო გზით საქართველოში, მესამე პირის შემოყვანას ცდილობდნენ.
ამავე თემაზე: