ოპოზიციაში მოულოდნელი აღმოჩნდა რესპუბლიკური პარტიის განცხადება პარლამენტში, უბარიერო პროპორციული არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.
ოპოზიცია კიდევ ერთხელ თანხმდება, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა და მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი ფორმით, ამ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და საქმიანობა, ამომრჩევლის წინაშე არასამართლიანი იქნება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ერთადერთი საკითხი, რაზეც შეიძლება შეთანხმება მოხდეს, ეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია.
"ქართული ოცნება" არ მოსულა მსგავსი წინადადებით, ისევე როგორც ბევრი სხვა წინადადებით და სამწუხაროდ არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომები როგორიც ელისაშვილმა, ან გირჩი უშვებს...საარჩევნო სისტემის ცვლილებაში 20-მდე სხვადასხვა საკითხი შედის და ამ ლოგიკით ყველა საკითხზე ცალ-ცალკე შევა ქალბატონი ხათუნა გამოვა, შევა, გამოვა" ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე
მზად ვართ, უბარიერო პროპორციული არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობა მივიღოთ - განცხადება ამის შესახებ დღეს ხათუნა სამნიძემ გააკეთა, თუმცა "მთავარ არხთან" საუბარში განმარტა, რომ ის რჩება თავის აზრზე, რომ არჩევნები გაყალბდა.
რაც შეეხება თამარ კორძაიას. "რესპუბლიკელების" კიდევ ერთმა ლიდერმა "ფეისბუქზე" დაწერა, რომ დროა, ქართულმა ოცნებამ ვალდებულების შესრულება დაიწყოს.
რესპუბლიკური პარტიის მოულოდნელი განცხადება და ოპოზიციის პასუხი