
"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" სამნიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რესპუბლიკელები ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, თუმცა ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყნის მომავლისთვისაა მნიშვნელოვანი.
ჩვენ მომავლის კენჭისყრაზე ვამბობთ, რომ უარის თქმა გაუჭირდება ყველა პოლიტიკურ პარტიას...
ჩვენ ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში და ველოდებით, გაბედავს თუ არა "ქართული ოცნება" ასეთი კანონპროექტის დარეგისტრირებას, რომ მომავალში არ გვქონდეს იგივე სიტუაცია - თქვა ხათუნა სამნიძემ "დღის სტუმარში.
გათვლა მომავალზე - იგივე შეფასება აქვს პარტიის გადაწყვეტილებაზე დავით ბერძენიშვილსაც:
რესპუბლიკელების ინიციატივა - მომავლის კენჭისყრა
უბარიერო სრული პროპორციული დაარეგისტრიროს ხელისუფლებამ. რესპუბლიკელი დეპუტატები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია ხმის მისაცემად მხოლოდ ამ, მომავლის კენჭისყრაზე მივლენ და ოპოზიციური კოლეგების მხარდაჭერის იმედიც აქვთ.
არც მანამდე იმუშავებენ ამ გაყალბებულ პარლამენტში და არც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მერე.
რეალისტური გამოსავალი პოლიტიკური ჩიხიდან - გათვლა მომავალზე" წერს ის ფეისბუქზე".
მზად ვართ, უბარიერო პროპორციული არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობა მივიღოთ - განაცხადა დღეს ხათუნა სამნიძემ.
ოპოზიციისთვის "რესპუბლიკელების" ეს პოზიცია მოულოდნელი აღმოჩნდა.