რესტორანში შევარდნილმა სპეცრაზმელებმა ე.წ. კანონიერ ქურდს დაუჩოქეს - ფლეშმობი ოდინცოვოში

გამოქვეყნდა:

black lives matter-ს სტილში მოწყობილი ფლეშმობის თვითმხილველები გახდნენ კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტები მოსკოვის ოლქის ქალაქ ოდინცოვოს რესტორანში, სადაც ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის აზერბაიჯანელი ე.წ. კანონიერი ქურდის ალი გეიდაროვის, იგივე "ალბერტ რიჟის" 40 წლის იუბილეზე იყვნენ შეკრებილი.

შესაძლოა, თავად იუბილარისთვისაც სიურპრიზი იყო, ის, რაც შუა ქეიფის დროს მოხდა: მოულოდნელად, დარბაზის კარები ხმაურით გაიღო და დარბაზში ოცდაათამდე, სპეცრაზმელის ეკიპირებით აღჭურვილი ნიღბიანი შეიჭრა, რომლებიც უწყების ამომცნობი აბრევიატურების გარეშე იყვნენ. ისინი იუბილარისკენ გაემართნენ და, როცა მიუხალოვდნენ, მის წინაშე მუხლი მოიყარეს, რასაც მუსიკა და ოვაცია მოჰყვა - ინფორმაციას "პრაიმკრაიმი" ავრცელებს. 

ამ ფლეშმობმა, მართალია, ძალიან გაამხიარულა "ალბერტ რიჟის" თანემესუფრეები, მაგრამ სამაგიეროდ, მოსკოველი სამართალდამცველები განარისხა:

"ბანდიტები 90-იან წლებშიც კი არ აძლევდნენ უფლებას თავიანთ თავს, ასე დაემცირებინათ მილიცია, რასაც მოსკოვში ე.წ. ქურდები აკეთებენ, წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა, მაგრამ მათ ФСБ-ს იმუნიტეტი იცავთ", - უთხრა გამოცემას რუსეთის შსს-სთან დაახლოებულმა წყარომ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი