უხუცესი ადამიანი ევროპაში, ფრანგი მონაზონი ანდრე, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. აღსანიშნავია, რომ ის 117 წლის დღეს, 11 თებერვალს გახდა, რაც მეტად საზეიმოს ხდის განკურნების ამბავს.
ცნობისთვის, მონაზონი ვირუსით 16 იანვარს დაინფიცირდა და COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპოტომები თითქმის არ ჰქონია. გამოჯანმრთელებამდე ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
აქვე გეტყვით, რომ ანდრე 1904 წელს დაიბადა. ასაკით ევროპაში პირველი, მსოფლიოს მასშტაბით კი მეორეა უხუცესთა შორის.