2020 წელს ოკუპანტებმა უკანონოდ საქართველოს 64 მოქალაქე დააკავეს - სუს

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე უწყებამ განაცხადა, რომ 2020 წელს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით უკანონოდ საქართველოს 64 მოქალაქე დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ეს რიცხვი ყველაზე მაღალი 2011 წელს იყო, როცა 140 მოქალაქე დააკავეს.

"2008 წლის შემდეგ, ყოველწლიურად, საოკუპაციო ძალა აკავებს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს, აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული არ ყოფილა არც ერთი წელი მრავალრიცხოვანი უკანონო დაკავებების გარეშე", - აღნიშნეს ბრიფინგზე. 

კერძოდ, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით:

  • 2009 წელს დააკავეს 80-მდე პირი;
  • 2010 წელს უკანონოდ დააკავეს ასევე 80-მდე ადამიანი;
  • 2011 წელს აღნიშნულმა მიაღწია 140-ს;
  • 2012 წელს 110-მდე პირი იქნა უკანონოდ დაკავებული;
  • 2019 წელს 86;
  • 2020 წელს 64.

უწყებაში ამბობენ, რომ ნარატივი გახშირებულ უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით მცდარია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი