ოპოზიციის ჩამოშლა გრძელდება, ლიდერები პარტიებს ტოვებენ - მამუკა მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საერთო ოპოზიციური ფორმატი ჩამოშლილია და ოპოზიციურ პარტიებს ლიოდერები ტოვებენ. მისივე თქმით, "დღე არ გავა, ეს ჩამოშლა არ გაგრძელდეს". 

"ლიდერები ტოვებენ პარტიებს, ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ უსაფუძვლო რადიკალიზმი არაა შედეგიანი, ამიტომაც ხდება ოპოზიციის ჩამოშლა. რადიკალური ოპოზიცია, პრაქტიკულად, ჩამოშლილია, ამ ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები კი "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებაზე საუბრობენ, რაც, ბუნებაში არ არსებობს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

იმის დასტურად, რომ ოპოზიცია ჩამოშლილია, მამუკა მდინარაძემ "ევროპული საქართველოს" მაგალითი დაასახელა. 

შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის თანამდებობიდან დავით ბაქრაძის შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია, ბოლო ორი დღეა, ვრცელდება. დღეს პარტიის ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ არა აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს პარტიას ვინმე, მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს. 

ბაქრაძე მიდის? - ცვლილებები "ევროპულ საქართველოში"

უახლოეს 3 დღეში საზოგადოება გაიგებს ყველაფერს პარტიაში მიმდინარე ცვლილებებზე - ბაქრაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი