მძიმე პირობებში ვიყავი - ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებლი ახალგაზრდას პირველი კომენტარი 

გამოქვეყნდა:

რამდენიმე წუთის წინ, ერგნეთში, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ქართულ მხარეს გადასცა როკის გვირაბთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ერიკ დრულევი. როგორც ახალგაზრდამ ჟურნალისტებს უთხრა, ის ცხინვალის საპატიმროში იყო და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლა ხორციელდებოდა, თუმცა კონკრეტულად რას ეუბნებოდნენ და რას ითხოვდნენ ოკუპანტები, ამაზე დრულევი არაფერს ამბობს  

პროცესში მოხდა, საზღვრის გადაკვეთას როცა ვცდილობდი ჩემი დაკავება. ვლადიკავკაზის საზღვართან. მძიმე პირობებში ვიყავი. ცხინვალში ვიმყოფებოდი. ფსიქოლოგიური ძალადობა უფრო იყო" ამბობს გათავისუფლებული ახალგაზრდა.

ერიკ დრულევი როკის გვირაბთან ოკუპანტებმა 8 თებერვალს დააკავეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი