ნიკა მელიასთვის მიცემული ვადა იწურება - როგორ მოიქცევა პროკურატურა?

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიასთვის მიცემული ვადა იწურება, აღსრულების ბიუროს ანგარიშზე კი გირაოს თანხა არ ჩარიცხულა და არც ჩაირიცხება.

კანონის მიხედვით, ახლა შოთაძის უწყებამ რადიკალური ნაბიჯები უნდა გადადგას, თუმცა მოსალოდნელი საპროტესტო ტალღის შიში სახელისუფლებო გუნდს ამუხრუჭებს.

მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა დღეს განაცხადა, რომ გირაოს არ გადაიხდის და "მითიურ კეთილისმსურველებსაც" ურჩევს არ იმოქმედონ ოცნების დღის წესრიგით.

ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა კი ის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რა ინფორმაციას უნდა მოიცავდეს გირაოს გადახდისათვის სავალდებულო რეკვიზიტები. მათ შორისაა - ბრალდებულის პირადი ნომერი, სისხლის სამართლის საქმის ნომერი და ყველაზე მთავარი ე.წ. გადახდის უნიკალური იდენტიფიკატორი, რომლის შესახებაც ინფორმაციის ფლობის უფლება მხოლოდ ბრალდებულსა და ადვოკატს აქვთ. მათ კი პროკურატურისგან ეს ინფორმაცია არ გამოუთხოვიათ. თუ ეს მონაცემები მესამე პირის ხელში აღმოჩნდება, ეს ნიშნავს რომ შოთაძის უწყებამ კანონი პირდაპირ დაარღვია.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე კი ამტკიცებს რომ ნიკა მელია გირაო გადახდას აპირებს.

მამუკა მდინარაძე აქცენტირებულად მიუთითებს რომ გირაოს გადახდისთვის ინფორმაცია საჯაროა, ხოლო გირაოს გადახდის დროს ე.წ. გადახდის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი კი ბრალდებულს იმიტომ ენიჭება რომ მას გადახდა გაუადვილდეს.

შოთაძის უწყების ინფორმაციით, აღსრულების ბიუროს მიერ დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები -  საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. რაც შეეხება ე.წ გადახდის უნიკალურ იდენტიფიკატორს,  პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს გირაოს დროს აუცილებელ რეკვიზიტს არ წარმოადგენს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი