საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები შსს-სთან მივიდნენ 

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქცია-მსვლელობის მონაწილეები ამჯერად ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან მივიდნენ. მათ იქ "ქართული ოცნები" ცენტრალური ოფისიდან გადაინაცვლეს. სამოქალაქო აქტივისტებს  მთელი გზა "მიაცილებდა" პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა.

აქციის მონაწილეები გომელაურის უწყებასთან ქობულეთის ტრაგედიის გასაპროტესტებლად მივიდნენ. საუბარია არასრულწლოვანი გოგონას სუიციდზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ სავარაუდოდ გააუპატიურეს, თუმცა მოძალადე მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სამართალდამცავი სისტემა არ რეაგირებს დანაშაულზე, კრიმინალზე და გულგრილია მსგავსი ფაქტების მიმართ, სამაგიეროდ, აქტივისტების თქმით, პოლიცია მთლიანად პოლიტიკური დავალებების შესრულებაზეა გადასული, მოქმედებს მთლიანად ივანიშვილის ინტერესებით და ცდილობს სამოქალაქო აქტივიზმისა და პროტესტის ჩახშობას. 

შსს-სთან მისვლამდე კი სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის "ოცნების" ოფისთან" დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც 2 აქტივისტი - ნიკა ნარსია და რუსკა მჭედლიძე დააკავეს.

პატრულის გაძლიერებულმა შემადგენლობამ ახალგაზრდებს შენობის ტერიტორიაზე საპროტესტო წარწერების გაკეთების უფლება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შეხლა-შემოხლის დროს ცუდად გახდა გიორგი მუმლაძე, რის გამოც ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს და პოლიციამ მისი დაკავება ვეღარ მოახერხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი