კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმე ჟურნალისტებს გაურბის - ღარიბაშვილი ნდობის ჯგუფის სხდომაზე მივიდა

გამოქვეყნდა:

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც კარტოგრაფების საქმეში ბრალდების ოქროს მოწმე და რუსეთიდან რუკის ჩამოტანის ინიციატორია, ჟურნალისტების შეკითხვებს გაურბის. 

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტის შენობაში გამოჩნდა, თუმცა, კომენტარი არ გაუკეთებია - თავდაცვის მინისტრი ნდობის ჯგუფის სხდომაზე მივიდა, სადაც თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის ანგარიში უნდა წარადგინოს. 

შეგახსენებთ, კარტოგრაფების საქმეში ახალი ფიგურანტების გამოჩენა, რომლებსაც პერიოდულად იბარებენ პროკურატურაში, ხელისუფლების სტრატეგიას უკავშირდება. როგორც ჩანს პროკურატურა მთავარი დამკვეთის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებას ასრულებს და საქმეში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა როლის გამოკვეთას ცდილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი