
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ თუ ევროკავშირისგან ახალი სანქციები იქნება, რუსეთი მასთან კავშირს გაწყვეტს.
"მიდის თუ არა რუსეთი ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტისკენ?" - ამ შეკითხვაზე სერგეი ლავროვმა უპასუხა, რომ ახალი სანქციების შემთხვევაში, რომლებიც რუსეთის ეკონომიკისთვის რისკის შემცველი იქნება, "დიახ, ასე მოხდება".
"ჩვენი ამოსავალი წერტილი ისაა, რომ მზად ვართ. თუ ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახავთ, როგორც ეს არაერთხელ ვიგრძენით, რომ ცალკეულ სფეროებში იქნება სანქციები, რომლებიც რისკის ქვეშ დააყენებს ჩვენს ეკონომიკას, მათ შორის, სენსიტიურ სფეროებში - დიახ |გავწყვეტთ|", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მანვე განაცხადა, რომ "რუსეთს მსოფლიო ცხოვრებისგან იზოლირება არ სურს, მაგრამ მოუწევს".
"გინდა მშვიდობა? ემზადე ომისთვის" - დაამატა მან.