პატივს ვცემ გიგის გადაწყვეტილებას, მე ასეთი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული - გიგა ბოკერია

გამოქვეყნდა:

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ დავით ბაქრაძისგან და გიგი უგულავასგან განსხვავებით, არ აქვს მიღებული მათი მსგავსი გადაწყვეტილება. 

"პატივს ვცემ გიგის გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ასეთი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული", - განაცხადა გიგა ბოკერიამ და დაამატა, რომ პარტიის შიგნით მუშაობა გაგრძელდება. 

"მე არ ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ეს არის სწორი მომენტი, როცა ლიდერები უნდა გაიწიონ ხელმძღვანელი პოზიციებიდან", - დაამატა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ განცხადებები დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამაც გააკეთეს. 

ვიღებ პაუზას - დავით ბაქრაძე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე აღარ იქნება 

მე აღარ ვიქნები ყრილობის შემდეგ პარტიის გენერალური მდივანი - გიგი უგულავა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი