გარეჯის საქმეზე ეკლესია სახელმწიფო ბრალდებას სრულად იმეორებს - უფრო მეტიც, მღვდელმთავრები პირდაპირ ამბობენ, რომ სინოდის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას საქართველომ იმ რუკებით უნდა იხელმძღვანელოს, რომელიც კრემლის არქივიდან საქართველოში ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ჩამოიტანა.
თუმცა, 200 ათასიანი მასშტაბის რუკა სახელმძღვანელო დოკუმენტად 1996 წლის პროტოკოლში არ ფიგურირებს.
მხარეები მაშინ მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ რომ 500 ათასიანი მასშტაბის რუკას დაეყრდნობოდნენ. იმ შემთხვევაში კი თუ ხელისუფლება და საპატრიარქო მეზობელ ქვეყანასთან მოლაპარაკებაზე კრემლის რუკებით წარდგება, საქართველო სტრატეგიულ ობიექტებსა და ბერთუბანს საბოლოოდ, ამჯერად უკვე ოფიციალურად დაკარგავს.
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველები იმედს იტოვებენ, რომ სინოდის საბოლოო განჩინებაში მსგავსი აბსურდი და საქართველოსთვის დამაზიანებელი პირობა არ ჩაიწერება.