ქუთაისში დაკავებული 6-დან 4 აქტივისტი გაათავისუფლეს - მათ 1500-დან 2000 ლარამდე ჯარიმა დააკისრეს

გამოქვეყნდა:

განახლებულია: 15:21

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გუშინ ქალაქის მერიასთან დაკავებული 6-დან 4 პირი გაათავისუფლა. აქტივისტებს, რომლებმაც აქცია იმერეთის გუბერნატორისა და ქუთაისის მერის ქმედებებს აპროტესტებდნენ, სასამართლომ 1500-დან 2000 ლარამდე ჯარიმის გადახდა დააკისრა. 

სამი დაკავებულის პროცესი გადაიდო. 

გათავისუფლებული აქტივისტები აცხადებენ, რომ მათი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, ხოლო პოლიციამ მათ მიმართ არათანაბარზომიერი ძალა გამოიყენა. 

"ვთხოვე პოლიციელს, ხელი მომაშორე ყელიდან, ვიგუდები მეთქი, ძალით ჩამტენეს მანქანაში, სასწრაფო მოვითხოვე და გამოიძახეს, მაგრამ ადვოკატთან არ დამარეკინეს", - ამბობს ერთერთი აქტივისტი. 

შეგახსენებთ, აქტივისტების მხარდასაჭერად ქუთაისში, საქალაქო სასამართლოსთან, დღეს მათი მეგობრები იყვნენ შეკრებილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი