საკონსტიტუციო სასამართლომ უგულებელყო აქამდე არსებული კონსტიტუციური სტანდარტები და საკუთარი გადაწყვეტილება დააფუძნა რეალობასთან აცდენილ ფაქტობრივ გარემოებებს - ასე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით მთავრობა ჩვენს უფლებებს კონსტიტუციურად ზღუდავს, ანუ პანდემიის დროს მთავრობის დადგენილებით ადამიანის ძირითადი უფლებების შეკრების , გადაადგილებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვას კონსტიტუციური პრობლემა არ აქვს.