ალექსანდრე ბანდიუკოვი ექსტრადაციის მოლოდინშია. საქართველოს ხელისუფლება როგორც ჩანს მზადაა დააკმაყოფილოს ოკუპანტი ქვეყნის მოთხოვნა და ბანდიუკოვი რუსულ ფსბს გადასცეს.
რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქარათველოში 2018 წლიდან ცხოვრობს, პუტინის ხელისუფლებას წამების და არაადამიანური მოპყრობის გამო გამოექცა, საქართველში კი ჰუმანიტარული სტატუსით სარგებლობდა, რის გამოც ექსტრადირების პროცესი შეწყვეტილი იყო.
თუმცა ქართული ოცნების ხელისუფლებამ მას აღნიშნული სტატუსი შეუჩერა და დევნა რუსეთის მოთხოვნით განაახლა.
ოპოზიციურმა პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" ოფისში ბრიფინგი გამართა, რომელსაც ალექსანდრ ბანდიუკოვის მეუღლეც იმყოფებოდა, პარტიის წევრებმა ხელისუფლებას ექსტრადირების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვეს.
ცნობისთვის, ალექსანდრე ბანდიუკოვი იუჟნო-სახალინსკის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანია. ის პუტინის რეჟიმის რიტიკით გამოირჩეოდა და მოსკოვში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს მხარდამჭერ აქციებშიც მონაწილეობდა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ალექსანდრე ბანდიუკოვს მხარს უჭერს და საქართველოს ხელისუფლებას "ექსტრადიციისა და ამდენად, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის კიდევ ერთი მოსალოდნელი მსხვერპლის, ალექსანდრ ბანდიუკოვის საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისკენ" მოუწოდებს.