შაბათს, ბრიტანეთში ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაგეგმეს, რომ AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინის ტესტირება ბავშვებზე დაიწყონ. გუნდმა განაცხადა, რომ კვლევაში ჩართვებიან 6-17 წლამდე თინეიჯერები, ლონდონში, საუთჰემპტონსა და ბრისტოლში.
კორონავირუსის ვაქცინების მცირე კვლევებში ბავშვებს მონაწილეობა აქამდეც ჰქონდათ მიღებული, მაგალითად - აშშ-ში Pfizer/BioNTech–ისა და Moderna–ს ვაქცინების ტესტირება12 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოხდა.
ოქსფორდის გუნდი აცხადებს, რომ კვლევაში 300 მოხალისე ჩაერთვება, მათგან 240 AstraZeneca-ს ვაქცინას მიიღებს, დარჩენილები კი მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც ბავშვებში უსაფრთხოა.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებში მოზრდილებთან შედარებით ბევრად ნაკლებადაა საჭირო ჰოსპიტალიზაცია და იშვიათია კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები, ისინი ისეთივე ალბათობით შეიძლება იყვნენ დაავადებულები, როგორითაც მოზრდილები.