სასაუბრო დრო არ გვაქვს, მოქმედების დროა - ირაკლი ოქრუაშვილმა ახსნა, რატომ არ ჩანს ეთერში

გამოქვეყნდა:

ყოფილი პოლიტპატიმარი ირაკლი ოქრუაშვილი "მთავარ არხზე", გადაცემაში "მთავარი დებატები" ხსნის, რატომ არ ჩანდა ბოლო დროს ტელეეთერებში. ამის მიზეზად ირაკლი ოქრუაშვილმა ის დაასახელა, რომ "საუბრის დრო აღარ არის".

"არ ვჩანდი ტელევიზიებში და ამის საფუძველი მქონდა. მიზეზი ის არის, რომ ჩვენ სასაუბრო დრო აღარ დაგვრჩა - პირდაპირ მოქმედებებზე უნდა გადავიდეთ. ჩემზე არის მოსაზრება, რომ ხისტი მოქმედებების მომხრე ვარ, მაგრამ სხვა გზა ხელისუფლებამ არ დაგვიტოვა - უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენს მოქმედებაზეა დამოკიდებული, მივაღწევთ თუა რა რიგგარეშე არჩევნებს". 

"იმ თამაშის წესები უნდა მივიღოთ, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს: იქნება ხისტი ნაბიჯები? ხისტად უნდა ვუპასუხოთ. იქნება დათმობებზე წამოსვლა? ჩვენც კომპრომისისთვის მზადყოფნით უნდა ვუპასუხოთ. სირაქლემას პოზიციაში თავი არ უნდა ჩავიყენოთ", - თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა "მთავარ დებატებში".

მისივე თქმით, "აკადემიური ტონი" ოპოზიციამ უნდა მოიშოროს. "მოქმედების დროა", - თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა და დაამატა: "რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში - ეს არ ნიშნავს იმას, რომ იარაღი უნდა ავიღოთ ხელში და ის შეცდომა გავიმეოროთ, რაც წინა თაობებმა 90-იანებში". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი