მისი პოზიცია ბიძინას ტელევიზიებისას დაემთხვა - გიგი უგულავა თამარ ჩერგოლეიშვილს პასუხობს

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ყოფილი სახე და ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ყრილობის შემდეგ პარტიიდან ლიდერთა ნაწილის წასვლასთან დაკავშირებით "ტაბულის" დამფუძნებლისა და რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის რეაქციას ეხმიანება და დასმული შეკითხვის პასუხად ამბობს, რომ "მისი პოზიცია ბიძინას ტელევიზიების პოზიციას დაემთხვა"

შეგახსენებთ, პარტიის ლიდერების - დავით ბაქრაძის, გიგი უგულავას, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებების შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილმა მათი პოზიციები უკრაინაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა და "ფეისბუქზე" დაწერა: "რა ლ’ამაზი “განახლების გეგმა” დადებულა კიევში"

"სასაცილო, სამწუხაროდ, არის ის, რომ მისი პოზიცია დაემთხვა ბიძინას ტელევიზიების პოზიციას, ეტყობა, რაღაცნაირად, ფსკერი საერთოა, კედლების გარეშე. კომენტარადაც არ ღირს, სასაცილოა და ბრიყვულია. რა კონსპირაციას ვქმნით აქედან - მე და მიშა შევეკარით და პარტია დარჩა მიშას? რომელიმე ვგევართ ეგეთ ალტრუისტს? სასაცილოა", - თქვა გიგი უგულავამ. 

შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ევროპულ საქართველოს" ლიდერები, თავმჯდომარის ჩათვლით, ტოვებენ, პარტიაში გამართული ბრიფინგის დროს დადასტურდა, სადაც განცხადებები დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ გააკეთეს. განცხადება გაავრცელა ასევე ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

ბაქრაძე და უგულავა მიდიან, ბოკერია რჩება - ცვლილებები"ევროპულ საქართველოში"

სააკაშვილი ვნახე, ვისაუბრეთ უკრაინაზე - გიგი უგულავა

მე აღარ ვიქნები ყრილობის შემდეგ პარტიის გენერალური მდივანი - გიგი უგულავა

ვიღებ პაუზას - დავით ბაქრაძე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე აღარ იქნება 

ზურაბ ჭიაბერაშვილი "ევროპულ საქართველოს" ტოვებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი