"ქართული ოცნების" ოფისთან, პოლიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირებას რამდენიმე პირის დაკავება მოჰყვა. დაკავებულთა ბედის გარკვევას ამ წუთებში ენმ-ის წევრი, "ეროვნული გენეტიკის ლაბორატორიის" ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე ცდილობს, რომელსაც შსს-ს ერთერთი მაღალჩინოსანი ხვდება.
"მე აქ მოვედი, რომ გავარკვიო წითელი ხაზები. ველოდები ამ ოპერაციის ხელმღვანელ პირს, რომელსაც დაველაპარაკები და მაინტერესებს გავარკვიო, რატომ დაიწყო დაკავებები, რა წინაპირობა არსებობდა ამისთვის. ეს არის მშვიდობიანი აქცია, ვფიქრობ, პოლიციის ამგვარი ქმედების საფუძველი არ არსებობს", - თქვა ადგილზე მისულმა გიორგი ჩალაძემ.
შეგახსენებთ, "ოცნების" ოფისში საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობდა, ხოლო ხდომიდან გამოსულ "ოცნების" წევრებს აქტივისტები შეძახილით "მონა!" შეხვდნენ, რასაც პოლიციასა და მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამის შემდეგ პოლიციამ დაკავება დაიწყო. დაკავებულთა ზუსტი რიცხვი ამ დროისთვის უცნობია.