ბარში "ჯაფარასთან" შრომის ინსპექცია შევიდა. ბარი ზურაბ ჯაფარიძემ პოლიტიკური დაუმორჩილებლობის და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად გახსნა, რომელიც კომენდანტის საათის დროსაც მუშაობს.
"შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი არის შემოსული. რა შუაშია არ ვიცი, აქიდან არანაირი საჩივარი არ წაულა, რომ ვინმეს რამე შრომითი უფლებები შეილახა. ამიტომ, რატომ არაინ მოსულები ჩემთვის გაუგებარია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რასაც ეს ორგანიზაცია თუ დეპარტამენტი აკეთებს ბოლო თვეების განმავლობაში, გასაგებია, რომ მათ აქვთ დავალებული,რომ ყველა ბიზნესი, რომელიც ოპერირებს და არღვევს არაადამიანურ შეზღუდვებს დასაჯონ და გააჩერონ... ეს სახელმწიფო სტრუქტურა დაკავებულია იმით, რომ ადამიანებს აკარგვინებს სამსახურებს, შემოსავალს და ასე შემდეგ", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით რესტორნები გარე სივრცეში მომხმარებლების მიღებას 15 თებერვლიდან შეძლებენ, მიუხედავად ამისა, ყველა შეზღუდვა ისევ იმოქმედებს შაბათ-კვირას.