იმპიჩმენტის მომხრეებს 10 ხმა დააკლდათ - დონალდ ტრამპი გადარჩა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ორივე პუნქტში გაამართლა ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. კონგრესში ამჟამად 50 რესპუბლიკელი და 50 დემოკრატი სენატორია წარმოდგენილი. დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის დასამტკიცებლად 67 სენატორის ხმა იყო საჭირო.

კენჭისყრის დროს იმპიჩმენტის წინააღმდეგ ხმა 43-მა სენატორმა მისცა, ხოლო 57 ამ პროცედურის მომხრე იყო.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს 6 იანვარს, კაპიტოლიუმის ბორცვზე შეტევის დღეს, რადიკალურად განწყობილი მისი მომხრეების წაქეზება ედებოდა ბრალად, რის გამოც მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი