ის უკვე გამარჯვებულია, დროა, ქვეყანამ გაიმარჯვოს - დავით კირკიტაძის გამოხმაურება ნიკა მელიას საკითხზე

გამოქვეყნდა:

"ახლა უნდათ გავრილოვის საქმეზე თავისუფლება აღუკვეთონ!" - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს, რომელსაც პარლამენტი, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან განიხილავს.  

"ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ სტატუსში კირკიტაძე წერს, რომ საპროტესტო ტალღამ ქუჩაში უნდა გადაინაცვლოს. "მთავარ არხს" დავით კირკიტაძემ უთხრა, რომ პროტესტის ფორმებსა და დროზე შეჯერებული პოზიცია ჯერ არა აქვთ და კონკრეტულ სტრატეგიას უახლოეს დღეებში გაასაჯაროვებენ. 

"რაც მასზე იყო დამოკიდებული ყველაფერი გააკეთა, არჩევნები მოუგო , დაუმორჩილებლობის და უკომპრომისობის არნახული მაგალითი აჩვენა... ჯერი ჩვენზეა გავატანთ თუ არა ჩვენს თავისუფლებასა და ქვეყანას ოლიგარქს!!! ესე მარტივი 1989 წლის შემდეგ არასოდეს ყოფილა ისტორიის სწორ მხარეს დგომისა და ბრძოლის არჩევანი , არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობდი ან აკეთებდი გუშინ. ძალა ერთობაშია - ძალა სიმართლეშია.

უკვე გამარჯვებულია ოლიგარქთან ამ ბრძოლაში, დროა ქვეყანამ, ერმა გაიმარჯვოს !!! შეკრების დროს და ადგილს აუცილებლად გაცნობებთ, ფბ პოსტვის და სადღეგრძელოებში გამოხატული პატრიოტიზმის დრო აღარაა!!!",- წერს დავით კირკიტაძე.

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით უკვე მიმართა. ნიკა მელიას ეს პროცედურა ერთხელ უკვე გავლილი აქვს, მაგრამ მაშინ ის არ დაუპატიმრებიათ: აღკვეთის ღონისძიებად გირაო და პატიმრობის ნაცვლად, ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრეს. 

ამავე თემაზე:

"ეს არის ჩვეულებრივი ნიკა მელია VS გავრილოვი" - შეფასებები ენმ-ის ლიდერის შესაძლო დაკავებაზე 

ნიკა მელიას საკითხს პარლამენტი მომავალი კვირის ბოლოს განიხილავს - პროცედურული თანმიმდევრობა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი