ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახალი პროკურორი ჰყავს. ნიუ იორკში, გაეროს შენობაში გამართული კენჭისყრის მეორე რაუნდში 50 წლის ბრიტანელმა ადვოკატმა კარიმ ხანმა გაიმარჯვა, რომელმაც ფატუ ბენსუდა ჩაანაცვლა. კარიმ ხანმა სასამართლოს 123 წევრიდან 72-ის ხმა მიიღო, გამარჯვებისთვის კი 62 ხმაც საკმარისი იყო
კარიმ ხანი საქმიანობას 16 ივნისიდან შეუდგება და თანამდებობას 9 წლის ვადით დაიკავებს.
ჰააგის ტრიბუნალი განსაკუთრებით ისეთ მძიმე დანაშაულებს იძიებს, როგორიც გენოციდი, ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია.